Skip to content

საპატიმროში

December 25, 2011

    ციხის ძველ კედლებს ასდიოდა სიძველის სუნი და მომაკვდავი მზის სხივები მტვერში გორავდნენ. ციოდა თითქოს… მოხუცი პავლე, საცოდავად მოყუჟული საკნის კუთხეში, ხმელ პურს ცივ ხელებს შიმშილისგან ყელში უჭერდა  და გაუგებრად ბუტბუტებდა რაღაცას ჩუმად. ჩვენ არ გვესმოდა. ჩვენ თერთმეტნი სხვაგან ვიყავით, თუმცა საკანი დამერწმუნეთ იყო პატარა.

             და იმ ადგილზე სადაც მზის სხივნი ნესტიან აგურს წვინტლებივით ეწებებოდნენ ვიდექით თითოდ, რიგ–რიგობით და თავდახრილნი ვეფიცხებოდით ღმერთისგან მივიწყებული პატიმრები მომკვდავ სხივებს. და ახლაც  ერთი, თითო კაცი იდგა იმ ადგილს. ბედნიერებით შემცბარი და ნაშიმშილარი უშნოდ ცმუკავდა. პირი დაეღო ნადირივით და ჩაყვითლებულ–ჩაჟანგებულ მტკივან კბილებით მზის სხივებს ჭამდა.

            მე შორიახლოს ვიჯექი და ვიფხანდი ფეხებს. ქეციან ფეხებს გამეგო, Read more…

ვერცხლის საკინძე

January 25, 2011

ვთვრები ყოველთვის როგორღაც მარტო,
როგორღაც ისე ვით კოჭლი მგელი,
ვერ ვგრძნობ ვერაფერს და მერე ვდარდობ,
რატომ ვიყავი ურცხვი და დენდი.
დღესაც დავთვერი, უგონოდ ვეგდე
და სიმთვრალისას მომნატრდა გვემა.
გვემა სხეულის, ტირილი სულის
და მერე კლდიდან ფოთლებად ცვენა.
დღეს ვარ გახსნილი, ლამაზი ქალის
ვნება აშლილი ვერცხლის საკინძე,
დღეს ვარ მხდალი და უფრო ძლიერი
და ვიწვი, როგორც თეთრი საკირე.
აი ხომ ხედავ ისევ სიტყვებს ვწნავ,
როგორც ბებია პაპისთვის წაღებს,
მერე ვიბნევი როგორც მებაღე,
რომელიც ბაღში ყვავილებს აბნევს.
დღეს ვარ უკვდავი ხომ ხედავ კარგო,
უკვე რამდენი ცრემლი დავღვარე,
ვეღარ დავინდობ ამ დამპალ ნიავს,
ზამთრის ღამეში შენ რომ გაწვალებს.
შენს გულში გავხსნი მუდმივ ანაბარს,
აი ხომ ხედავ ღვინოც მოქმედებს,
ძლიერ მთვრალი ვარ და ვეღარ ვხვდები,
რომ ირგვლივ თითქმის ყველას მოვედე.
ახლა წავედი და გტოვებ მარტოს,
გთხოვ გამიფრთხილდი თუ ვერ გაგიგე,
ასე თავხედად რომ გიძღვნი ხოლმე
და შემოგიხსნი ვერცხლის საკინძეს!

გაზაფხულია და გადავწყვიტე თავის არმოკვლა!

January 18, 2011

გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი…
ადრე თუ გვიან, დღისით ან ღამით…
ვიფიქრე, დენის მავთულზე აჯობებდა თავის მოკვლა,
წვიმიან ღამით…
ვკლავდი ყველაფერს და ვკლავდი არაფერს!
მაღლა და დაბლა,
მიწაზე, ცაზე…
ვიდოდი კედლებში, როგორც კოპერფილდი
და გაყინულ მინებს ვეკროდი,
როგორც პატარა ბავშვი…
და გადავწყვიტე ისევ თავის მოკვლა…
მგონია ლამაზი მინდორი აჯობებს…
უკვე ცხადად ვხედავ
ჩემს გვამს და ვკანკალებ,
მაღლიდან ვეება მთვარე,
რომ მანათებს!
რთულია ცხოვრება,
სიკვდილი არც ისე,
არადა რამდენი ჭიები გავსრისე…
და კვლავ გადავწყვიტე ისევ თავისმოკვლა…
სიკვდილის მომენტში ვგავდი მთვრალ გოლიათს,
აკანკალებულს და ისეთ საშიშს,
როგორც სიკვდილის მელანქოლიას!
და მერე გაზაფხულდა…
ჩამოდნა თოვლი,
როგორც სანთელი და იტმასნება მთების მკლავებში…
აყვავდა ყველა…
ყველაში ერთი
და მაშინ მივხვდი,
რატომ გვყავს ღმერთი…
და როგორც წეღან გითხარით ზევით,
გაზაფხულია, მღერიან ჩვენში…

ა ახლაც ვფიქრობ მოვიკლა თავი,
თუ ისევ ვიყო მე ყველას მსგავსი?!
გაზაფხულია და ჩემი გულიც,
ბებერ ხარივით მალულად ღმუის,
ამიკანკალდა ნატანჯი სული
და ვფიქრობ ისევ, რატომ ვარ ცუდი…
გაზაფხულია და გადავწყვიტე თავის არმოკვლა!
გაზაფხულია და თუ მოგბეზრდით,
მე მაპატიეთ!

 


P.S.  დეეე, არ ინერვიულო! მიყვარხარ!

გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი…

January 17, 2011

გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი…
ადრე თუ გვიან,
დღისით ან ღამით!
ვიფიქრე,
დენის მავთულზე აჯობებდა თავის მოკვლა,
ყინვიან ღამით…
ვკლავდი ყველაფერს და ვკლავდი არაფერს…
შორს გავურბოდი ღვთიურ განაჩენს…
…და თავს ვწყევლიდი…
ვიდოდი კედლებში,
როგორც კოპერფილდი…
…მაგრამ სწორად თქმულა,
რწმენა შელახულა
და ღვთის სიყვარული
შენზე შორს წასულა!
ახლა გადავწყვიტე,
ისევ თავის მოკვლა Read more…

თეთრი საცვალი

January 13, 2011

შენ რომ ჩემგან წახვედი,
ღამე იყო მაისის,
შენი თეთრი საცვალი
და ჩამქრალი დაისი…
შენ კი ჩემგან სანაცვლოდ
წარიტაცე ფიქრები
და ჩემს ნახმარ მასიურს,
ჩუმად ეალერსები.
ორი ღერი მარლბორო,
ერთურთს ურცხვად ჩაკრული,
დამრჩა როგორც ზმანება,
როგორც ღმერთი ზღაპრული…

…და ღამე ნამდვილად არ იყო ცივი,
პირიქით ცხელი ქარი დაქროდა,
მეგონა გგრძნობდი,
რას აღარ ვთმობდი,
შენ კი წახვედი და დავრჩით ორნი,
-თეთრი საცვალი და მკვდარი ტონი…

შენი ტუჩები,
შენი თავლები,
ვარდისფერ მკერდის რძისფერ ძმანება,
მეგონებოდა, რომ მყავდა ცოლი,
თუმცა ძნელია მოსაგონებლად.

…მას აქეთ უკვე,
ერთი ზამთარი,
მე შენს გარეშე გადავაგორე, Read more…

შენ ხომ მკვდარი ხარ გერშვინ

January 13, 2011

დაზმთრდა…
ჩამოათეთრეს მწვერვალები თეთრმა ფიფიქებმა…
მთაში არაფერი ჩანდა,
მხოლოდ უკიდეგანო და თეთრი სიჩუმე სუფევდა ყველგან…

და მაშინ დაიწყო ჩემმა გულმა გამალებით ცემა…
მერე ბარში ტყემლებიც აყვავდნენ…
წითლად და თეთრად…
აქა-იქ ალუჩის სურნელებაც გაერია ორღობეებს…
იქ, მაღლა ისევ ისე თოვდა,
ისევ თეთრი სიჩუმე სუფევდა ყველგან…
ჩემი გულიც კარგს არაფერს გრძნობდა…
და ისევ აყვავდნენ წითელი ტყემლები…
წითელი ტყემლები და ცივი ცხედრები…
მგონი მომესმა,
ვინ თქვა ცხედრები?!
ვინა თქვა, ვინ თქვა?!
მე ჯერ არ გნებდებით!
და აღგზნებული სხეული მგზავრის,
ეცემა ცივ და ხორკლიან გამზირს,
ლამპიონების ნათება მკრთალი, Read more…

ასეთი ბედი გვაქვს ქვეყნად პოეტებს

January 12, 2011

ასეთი ბედი გვაქვს ქვეყნად პოეტებს,
ვისთვის აღარ ვთხზავთ ლექსებს და სონეტებს,
სხვებს უღიმიან, ჩვენ შუბლს გვიკრავენ,
ხვალ, რომ შეეძლოთ წიხლსაც გვირტყამენ…
…და მაინც გარეთ ამაყად დავალთ,
არ გვეშინია, გვეძახონ რაც ვართ,
სიმართლეს მაინც იტყვიან სხვაგან,
აღსარებისას სამოთხის კართან!

მამაჩემი-ვიდეო ვერსია

January 11, 2011

ახალი ლექსი

January 11, 2011

მე ოთხ იანვარს ავიღებ კალამს
და დავწერ იმ ლექსს, რომელიც არ მაქვს,
ლექსს, როგორც ვნებას და როგორც ზღაპარს,
შენ შემოგწირავ სიცოცხლის ხარკად!

04.01.2011.

მამაჩემი

December 8, 2010

მამაჩემი ერთი ახირებული კაცია. არაფრით ნაკლები ჩემზე. მამაჩემს უკვე თეთრი წვერი აქვს, წვრილი, დაკუნთული და უხეში ხელები. მასში ყველაზე მეტი რაოდენობით სიმართლეა. ალბათ იმ საქმის კეთების დროს პაპაჩემი ნამეტანი გულახდილ ხასიათზე იყო და იქიდან დაჰყვა მამაჩემსაც ეს სიმართლე.

ახალგაზრდობაში დიდი გაფუჭებული ვინმე გახლდათ. ზუსტად მის სიტყვებს ვიმეორებ. ეს მაშინ მითხრა, როცა ჩემ პატარა ძმას თავზე კრამიტი გადავამტვრიე და ამაყი სახით განვუცხადე მომხდარი ამბის შესახებ.

- ჰმ ეგ რა არის?! მე რომ შენი ტოლი ვიყავი ყველას ვაწვალებდი. აი გელა ხომ იცი, შენი წონა მარტო ღიპი რომ აქვს?! მაგას ერთხელ გავარვარებული შამფურები შევაჩეჩე ხელში და უნდა გენახა როგორი ღრიალი მორთო. აი მერე ბებიაშენმა კი მაგრად მცემა ჭინჭრით. Read more…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.