საბჭოთა სახარება
ჩარხების გრუხუნში ძლივს გაიგო მათემ უფროსი მებაღის ხმა.
პირველი საათი შესრულებულიყო და შესვენება იწყებოდა…
მათემ იქვე კუთხეში მიაგდო დიდი რკინის ურო და გარეთ გავიდა.
რკინა-ბეტონის ქარხანაში მუშაობდა მათე…
დღედაღამეს თეთრად ათენებდნენ, რომ როგორმე შეკვეთილი ჯუნგლების დამზადება მოესწროთ მოძმე რესპუბლიკისთვის.
თავს არ ზოგავდნენ და ცემენტსა და რკინასაც არ იშურებდნენ, ხშირად კი ზედმეტსაც ხმარობდნენ.
აბა რა საკადრისი იყო მოძმე რესპუბლიკის მოტყუება?!
მათეს მთელი ცხოვრება ეგონა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა, სიმართლეს მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა შესვენებაზე მყოფს, რკინა-ბეტონის ჯუნგლებიდან გამოქცეული მაუგლი დაადგა თავზე თეთრად მოელვარე პარაბელუმით და ხელის გულები დაუხვრიტა…
მას შემდეგ მათემ დაიფიცა, რომ არასდროს აღარ მოკიდებდა ხელს უროს, რომელიც მხოლოდ ბოროტების მომტანი იყო და ამ დანაპირებს სიცოცხლის ბოლომდე კეთილსინდისიერად ასრულებდა!
საბჭოთა სახარება
თავი მე-13
ვუძღვნი ირაკლი მეფე ჩარკვიანის ხსოვნას!











