Skip to content

სიყვარულის 21-ე საუკუნე

March 19, 2010

ზოგს რომ ჰგონია ეს ცხოვრება ბეწვის ხიდია
და უგუნურნი ამ ბილიკზე მიდი-მოდიან,
მიისწრაფვიან დიდებისკენ,თუმც არ იციან,
რომ ეს დიდება,ცოდვით ქმნილი სიძულვილია.

მაგრამ ცხოვრება არც ისეთი საოცარია,
რომ ვერ გაუგო ამ მდინარის უძრავ დინებას,
მათ ვინც დიდება მოიხვეჭეს აღარ არიან,
დიდება ქმნილი სიყვარული,განა კარგია?!

ცხოვრება მხოლოდ რჩეულთ ირჩევს,ზოგს ათამამებს,
შენ უნდა მისწვდე მას ვინც ამ ბედს გაათამაშებს,
კეთილგანწყობა,სიყვარული აქ თამაშია,
ფარისევლობამ ვერაგობის ფარდა ასწია.

ნუთუ შენც ჩემო ერთადერთო,არ გაგაჩნია,
ის რაც ჩემ გულმა, შენ სხვებისგან გამოგარჩია,
სიყვარულისთვის თავდადება განა ვალია,
არა,ეს მხოლოდ უკვდავების საწინდარია!

მე ვხედავ შენს სულს,როგორ თრთის და როგორ კანკალებს,
ეს სიყვარულის გულმოსული ქარიშხალია,
და მაინც რად ხარ სიყვარულო ასე ოხერი,
ნუთუ ეს შენი პირვანდელი ცოდვის ბრალია?!

დაე იცოდნენ და გაიგონ ჩვენმა მამებმა,
რომ დაბადება სიყვარულის გარდუვალია,
მათ ვინც ვერ შესწვდა სიყვარულის ამ უკვდავ ნაყოფს,
ის ეპოქისთვის უარაფრო განავალია.

ხომ უნდა მიხვდე ვისთვისაც ვწერ,ვისთვის ვღაღადებ,
თუმ ჩემი ოხვრა ბევრისათვის დასაძრახია,
მე მირჩევნია სიყვარულის მონად მრაცხავდნენ,
ვიდრე მეგონოს,რომ ეს გრძნობა წარმავალია.

აბა შეხედეთ,თქვენ ამ გრძნობის ყურმოჭრილ მონებს,
ასი წლის წინათ გარდაცვლილნი კვლავაც ჰყვავიან,
და რა სასტიკიც ყოფილიყო მათთვის ეს ბრძოლა,
ნუთუ ამ ბრძოლის თვით მიზანი დასამალია?!

ბოლოს კი მაინც იმას დავწერ,რასაც ვღაღადებ,
ვგონებ სათქმელი გამიგრძელდა ვეღარ ვამთავრებ,
თუმცკი ამ გრძნობას დასასრული არ გააჩნია,
მე მაინც მინდა შევეცადო…და სამწუხაროდ,
დღეს ამ სიყვარულს თავდადების გრძნობა აკლია!

13.03.2010.წ

5 Comments leave one →
  1. March 23, 2010 19:39

    ufro da ufro izrdebi da vamayob. erterti sauketesoa sheni leqsebidan.
    dzalian gulzemomxvedri da siyvaruliani. ♥

  2. March 24, 2010 21:23

    genacvle <3 gmadlob gij:))

  3. tiko permalink
    April 22, 2010 19:14

    sikvaruli da saukune?

  4. October 1, 2011 15:02

    magari leqsia….

  5. October 21, 2011 12:00

    ცდილობს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.