წინანდალი
ფიქრებში შემოგეჭერი,
როგორც წინანდალს ლეკი, 
შენი რაც გქონდა წაგართვი
და დაგიტოვე ჩემი.
მახსოვს საბრძოლო ყიჟინა,
ადიდებული ხევი,
ხელები ცისკენ აწვდილი,
თავი ცვიოდა ქვევით.
სიმღერით ვერ დაგიამე
ნაიარევი ხელი,
ან როგორ დაგიამებდი,
თვით სინაზის ხარ ღმერთი.
დაწყნარდა ხევი, დამშვიდდა,
ნახანძრალია ზვრები,
შეგინდოთ წინანდლის ღვინომ
თქვენ განრისხება ღმერთის.
პოეზიის და სიმღერის
ნამდვილ სავანეს ვეტრფი,
ქართული სულის მგონსანო,
ჭავჭავაძეთა გენის.
შენ გქონდა რასაც ნატრობდა
მაშინ წამხდარი ერი,
წინანდლელი ვარ, ვამაყობ,
ბაღში ავიდგი ფეხი.
შენს სასახლეში დავრბოდი
აჩქარებული გულით,
შენი კალამის შემყურემ
ვიგრძენი ლექსის სუნი.
მადლობელი ვარ, უფალო,
რომ მხვდა სიკეთე შენი,
ვყოფილიყავი უბრალო
მე წინანდლელი ბიჭი.
15.03.2010











