ლოთი კაცი
May 13, 2010
შენ სულ გალოთდი,გაუფასურდი,
მარტო დადიხარ ვიწრო ქუჩებში,
შუკა და ბანი,ლამაზი ქალი,
შენ კი მოხრილი,ჩუმად ჩაუვლი.
შენ ყველა გიცნობს,შენ კი არავის,
ღვინოა შენი ძმაც და მდევარიც,
სევდიან მზერას აშორებ ნაცნობს
და უკვე ბევრჯერ ნანატრს,კვლავ ნატრობ…
სიკვდილი გინდა,თუმც ვერ ეღირსე,
ეშმაკიც ნანობს,რომ გაუღიმე,
ღვინოს და არაყს,ნაცნობს თუ მავანს,
არვის უნდიხარ,არავინ “გაბავს”.
09.01.2010
No comments yet











