კახეთი
მიყვარს ალავერდი ქვითკირით ნაგები,
ჩემი წინანდალი მიყვარს,
მიყვარს გაზაფხული გრძნობების ამრევი,
ჩემი თინათინი მიყვარს…
თელავი მიყვარს, ერეკლეს დარბაზი,
ყველა სიწმინდეს ვფიცავ,
რომ მეყვარები სამშობლოვ ბოლომდე,
ჩემო კახეთის მიწავ…
ალაზანს ვეტრფი, ალაზანს შევხარი,
შუამთის მადლი მიყვარს,
გრემი და ნეკრესი, სულ ოფლით ნაშენი,
კახელებს შრომა გვიყვარს…
მიყვარს ჩვენი ღმერთი და ჩვენი მშობელი,
დედა მარიამი მიყვარს,
წარსულის განსაცდელს როდესაც ვიხსენებ,
თევდორე მღვდელი მიყვარს…
მიყვარს შემოდგომა, ფოთოლთა შრიალი,
ქარვისფერ ყურძნის დილა,
მთა კავკასიონის, ლაღი და ამაყი,
რა ვქნა, რომ ძლიერ მიყვარს…
იყალთო მიყვარს, დიდების ლამპარი,
დიდი რუსთაველი მიყვარს,
მიყვარს ის გმირები, რომელთაც არ ვიცნობ,
თუმც კი ჩემს გულში ღვიძავთ…
კახეთო!… მიყვარხარ, ყველაზე უტკბესო,
შენს სიტკბოს ბევრი მიხვდა,
მიტომ გესევიან,ამიტომ გძარცვავენ,
თვით არ უვარგათ მიწა…
მანავის მწვანეს,წინანდლის რქაწითელს,
გლეხის მარჯვენას ვფიცავ,
სიყვარულს გიხსნი, სიყვარულს გპირდები
შენ, მშობლიურო მიწავ…
მოკვდები და მერე ერთ ხორცად ვიქცევით,
დღეს ღმერთს მადლობას ვწირავ,
დავბადებულვარ მე ნამდვილ ქართველად,
კახური სული მიდგას!
1.07.2010.












გენაცვალე, მაგარი კაცი ხარ! :*
kaxelobas ra vutxari ra,ras ar daawerinebs kacs
:D:D