პატარა კნუტი (წინანდალი)
… და აი როგორც იქნა ჩემს სოფელშიც გაწვიმდა.მთელი ზაფხულის განმავლობაში მოწყრებულმა მიწამ ახლაღა მოიკლა წყურვილი,ახლაღა ჩაიხუტა დახეთქილ გულში თავისივე წიაღიდან აორთქლებული წვიმის წვეთები…
სოფელიც დამშვიდდა…მხოლოდ წვიმის წვეთების საამო წკაპი-წკუპიღა ისმოდა…
ღამით აივანზე მეძინა…
ზამთრის საბანში გახვეული გავურბოდი სიცივეს და ვტკბებოდი იმ სითბოთი,რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მენატრებოდა…
დილით საამოდ მქროლმა ნიავმა გამაღვიძა,ცოტა შემაცია და უფრო მაგრად ჩავბღუჯე საბანი,პატარა ბავშვივით გავეხვიე მასში და გავიტურნე…
სპარსული ტახტის თავთან,რომელზეც მე ვიწექი პატარა კნუტი და მისი მშობელი დედა მოკუნტულიყვნენ,ერთმანეთს ჩახუტებელებს ეძინათ და თან სასიამოვნოდ კრუტუნებდნენ…
შემშურდა მათი,რადგან ისინი არაფერს განიცდიდნენ…
მათ მხოლოდ სიყვარული და ინსტიქტი ამოძრავებდათ…
ისინი არ ფიქრობდნენ ამ ცხოვრებაზე,ხვალინდელ დღეზე და ჩემსავით ფიქრით გაბრუებულებს არ ეძინებოდათ…
გაღვიძების თანავე არ ატყდებოდათ ამ ცხოვრების დაუნდობელი ქარიშხალი…
ათას რამეზე ფიქრმა შემიპყრო ერთდროულად,ათას რამეს ვეჭიდებოდი და ათას მეერთის დანახვა არ შემეძლო…
მხოლოდ ათას რამეს სწვდებოდა უშველებელ მსოფლიოში ჩემი პატარა თვალსაწიერი და მე არ ვიცოდი რა იქნებოდა იმ ათასის მერე…
ნეტავი კი მეც პატარა კნუტივით უდარდელი ცხოვრება მქონოდა და თუ მაინც მოვკვდებოდი,ვიღაცის დაკოჟრილი ხელი ამიღებდა,ცელოფანში გამახვევდა და სანაგვეზე გადამაგდებდა…
გადამაგდებდა,მაგრამ ვერ ვიგრძნობდი,არ მეტკინებოდა…












sityvebi ar myofnis..gaognebuli var … gadasarevia.. pinali momewona
sityvebi?!egeni arc me myofnis
:D
<3
კნუტი
მეც მასეთმა დავწერე