Skip to content

“ალბათ”

November 4, 2010

“ალბათ”


ის ზაფხულობით ჩადიოდა სოფელში…
ზოგჯერ კი ზამთარშიც ესტუმრებოდა თუ კი დროს გამონახავდა და სასკოლო არდადეგებს იქ ატარებდა.
მისი სახლი სოფლის ბოლოში იდგა. გარშემო დიდი ეზო ერტყა, ნამდვილი სოფლური ეზო, ზოგან მაყვლის ბუჩქებით ჩახერგილი.
ეზოშივე იყო პატარა ვენახიც, სასიმინდე, ორი ბებერი კაკლის ხე, თივის სამი ზვინი, ძველი ხის მასალისგან აწყობილი საპირფარეშო და კიდევ სხვა ათასი წვრილმანი…
ამ ყველაფერს ერთად აღებულს და ყველაფერს ცალ-ცალკე დიდი ქართული მეცხვარე ამშვენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეზო შუაგულ კახეთი მდებარეობდა, სახლს მაინც მეგრული ოდის ელფერი დაჰკრავდა და ეს ალბათ იმიტომ, რომ მისი დიასახლისი იყო მეგრელი.
პაპა-ბებიას ყოველთვის ძალიან უხაროდათ შვილიშვილის ჩამოსვლა დაშეძლებისდაგვარად ანებივრებდნენ კიდეც.

ის კი ჩუმად სიგარტეს აბოლებდა…

დათოს ცისფერი თვალები ჰქონდა, თანად არც ისე მაღალი, მაგრამ ჩასხმული იყო.

მოზვერას ეძახდნენ…

ბევრი ლაპარაკი უყვარდა და უსიამოვნო ამბავს ისე მოგიყვებოდა, რომ ზღაპარი გეგონებოდა. მის მოსმენას არაფერი ჯობდა თუ სხვა საქმე არ გქონდა გასაკეთებელი.

მე თხილის ტოტებისგან ჩიბუხს ვთლიდი…

მარიამობას ერთმა სასიამოვნო გარეგნობის გოგომ მიიქცია მისი ყურადღება.
თუ სწორად მახსოვს თვალები შავი უნდა ჰქონოდა, თუმცა კი ის დანამდვილებით შემიძლია გითხრა რომ თმა შუაზე ჰქონდა გაყოფილი. მის გვერდით არცთუისე კარგი გარეგნობის გოგო იდგა და ეს უფრო შესამჩნევს ხდიდა მარის. არ ვიცი მომეჩვენა თუ რა, მაგრამ რაღაც სანდომიანი გამოხედვა გქონდა.
დათოს დასაკლავად გამზადებული მამალი სულ გადაავიწყდა და უხმოდ აედევნა გოგოს.
მე კი უკან მივყვებოდი და გულმოდგინედ ვიწერდი ყველაფერს…
კაცმა რომ თქვას შეუყვარდა. კაცმა რა და დათომ ასე თქვა, ცოტა კიდევ ეკლდა კაცობამდე…
მერე იყო ბევრი უძილო ღამე. ზოგჯერ კი გაბრაზებული ცხენს მათრახს გადაუჭერდა უუნაგიროდ ჯირითობდა…
ერთხელ იმანაც დაინახა.
თვის ბოლოს კი სიყვარულში გამოუტყდა!
არა მარი არა, დათო მარის…
პასუხი უაზრო და ამავე დროს ყოვლიმომცველი იყო.
დათო ქალაქში დაბრუნდა. მარიც…
ის მარიზე ფიქრობდა, ის კი იმაზე ხვალ რა ჩაეცვა სკოლაში.
არა არა, ეგ რა შუაშია, სხვადასხვა სკოლაში სწავლობდნენ…

მე კი ისევ ჩიბუხს ვთლიდი…ერთი დათოსაც ვაჩუქე. გულდაწყვეტილი იყო ბიჭი…
ახალი ჩიბუხი გამოსაცდელად გააბოლა და ასე მითხრა, “არც არასდროს მყვარებია და არც ახლა მიყვარსო”…

სამი წლის შემდეგ, როცა ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით და მერე ჭიქა ჭიქაზეც მივარტყით, ღვინით შეზარხოშებულმა
ახლიდან გაიხსენა მარი…
ასე თქვა: “მიყვარდა, მიყვარს და ალბათ ყოველთვის მეყვარებაო”…
მე კი ამ ყველაფერში მხოლოდ ერთი სიტყვა მომეჩვენა საეჭვოდ! -”ალბათ”

7.04.2010

4 Comments leave one →
  1. November 4, 2010 12:03

    ყოჩაღ გეგავ, მაგრად წერ, სასიამოვნოდ იკითხება და მკითხველსაც ართობს.
    ვამაყობ შენით! :)

  2. November 4, 2010 15:30

    ძალიან ძალიან ძალიან იყო :) )
    საინტერესო და სახალისო ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.