Skip to content

მოგზაურობა კახეთში

November 6, 2010

“როდესაც ისე გათენდა, რომ შეიძლებოდა საგნების გარჩევა, მე ნელ-ნელა გავემართე წინანდლიდან მახლობელ მთისკენ”
არტურ ლაისტი

თიბათვის თბილი ღამე კრთებოდა,
თვალებს იფშვნეტდა კავკასიონი,
აღმოსავლეთით ის მიდიოდა
და მიჰყვებოდა ზლაზვნით იორი.

განგებამ ისევ ინათა წითლად,
წინანდლის ვაზის მშვენება ვნახე,
ნეტარებაა ზაფხულში წვიმა,
როს მზე სხეულის დარაბებს ანგრევს.

ხევი ჩურჩულით მიამბობს მითებს,
ვისმენ ფრინველთა ჭიკჭიკს-მონამღერს,
როცა სოფელი იღვიძებს დილით,
მაშინ ავსებენ ღვინის ფიალებს.

და ჰა, ინათა აღმოსავლეთით,
მხოლოდ პატარა ღრუბელი მაბნევს,
მე მივყვებოდი ალაზნის  ჭალებს
და კავკასიის ამ ლამაზ მხარეს.

ალაზნის ნაპირს, ვერცხლისფერ ზონარს,
ტყეებს, სიმწვანეს უხვად მონაბერს,
სად ვენახების წყდებოდა ზოლი,
და იწყებოდა მთების სიმაღლე.

მოჩანდა ყვარლის სიმაგრე დიდი,
ენისელს ჩრდილი თავზე ეხურა,
იღიმებოდა ჯერ ნორჩი დილა
და კავკასიის ქედებს ეკვროდა.

აღმოსავლეთით მზე ოქროდ ენთო,
ვერცხლად დაფარა ალაზნის არე,
მთაზე გაშლილი თელავი იხმობს,
ცივ გომბორიდან მონაბერ ქარებს.

სინათლეა და სიცოცხლე ყველგან,
მაღლა თუ დაბლა, მიწაზე, ცაზე,
ელავს ალაზნის ჯიუტი ტალღა,
და იფერფლება ფერმკრთალი მთვარე.

06.11.2010.

2 Comments leave one →
  1. November 6, 2010 21:53

    კარგად წერ შენ ვიღაცა ხარ = )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.