Skip to content

აღსარება

November 9, 2010

 

ისევ მონატრებამ დამიარა,

ისევ მხოლოდ ცრემლი მეცოდება,

ისე დავიკარგე, როგორც მოგონება

და ჩემი სული ღმერთს არ ემონება.

 

უკვე მერამდენედ, ჩემდა უნებურად,

ღმერთი უარვყავი სულის გაურყვნელად,

ღმერთო მაპატიე, მე ხომ პოეტი ვარ

და ჩემი რითმებიც არვის ემონება.

 

ვიცი არ დამცინებთ, მე მწამს სათნოება,

ჩემი სასმელია მხოლოდ ხელოვნება,

აზრებს დავალაგებ, რითმი მეორდება

და ჩემი ფიქრები ღმერთს არ ემონება.

ღმერთო დამიცავი ჩემი თავისაგან,

ვგრძნობ რომ ღრმად შევტოპე, ეშმაკს დავინახავ,

მე კი არ მჭირდება ასე დასრულება,

ჩემი სიცოცხლეა ნატვრის ასრულება.

 

ვიცი რაც მომელის, არ გთხოვ პატიებას,

რადგან საამისოდ ძალა არ მეყოფა,

თუმცა იქნებ მაინც მაპატიო,

ჩემი სიბრიყვე და ჩემი მონდომება.

 

აზრებს ვერ ვაკავებ, ხელი მეურჩება,

ჩემი აღსარება ისევ მეორდება,

ღმერთო მაპატიე, არ გთხოვ შებრალებას,

ვიცი რაც მომელის, სხვა გზა მელოდება.

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.