Skip to content

მამაჩემი

December 8, 2010

მამაჩემი ერთი ახირებული კაცია. არაფრით ნაკლები ჩემზე. მამაჩემს უკვე თეთრი წვერი აქვს, წვრილი, დაკუნთული და უხეში ხელები. მასში ყველაზე მეტი რაოდენობით სიმართლეა. ალბათ იმ საქმის კეთების დროს პაპაჩემი ნამეტანი გულახდილ ხასიათზე იყო და იქიდან დაჰყვა მამაჩემსაც ეს სიმართლე.

ახალგაზრდობაში დიდი გაფუჭებული ვინმე გახლდათ. ზუსტად მის სიტყვებს ვიმეორებ. ეს მაშინ მითხრა, როცა ჩემ პატარა ძმას თავზე კრამიტი გადავამტვრიე და ამაყი სახით განვუცხადე მომხდარი ამბის შესახებ.

- ჰმ ეგ რა არის?! მე რომ შენი ტოლი ვიყავი ყველას ვაწვალებდი. აი გელა ხომ იცი, შენი წონა მარტო ღიპი რომ აქვს?! მაგას ერთხელ გავარვარებული შამფურები შევაჩეჩე ხელში და უნდა გენახა როგორი ღრიალი მორთო. აი მერე ბებიაშენმა კი მაგრად მცემა ჭინჭრით.

მე გაშტერებული შევყურებ მამაჩემს და ვცდილობ ჭინჭრისგან დასუსხული ადგილები ვუპოვო, მაგრამ აღარ ეტყობა. მას შემდეგ მთელი ოცდაათი წელი გასულა და აბა რაღას ვიპოვიდი?!

ბავშვობაში ხომ ასეთი ახირებული ვინმე იყო და მერე სულ გაურეკავს. თურმე, პაპაჩემი მოსკოვიდან ლევისის ჯინსებს რომ ჩამოუტანდა, ეს ჩემი ხულიგანი მამიკო, აიღებდა აგურს და მუხლებს უხეხავდა, რომ მერე ბებიაჩემს დაეკერებინა. აბა გაუხეველს არ უკერებდა და რა ექნა?!
ახლა კი მაგის შიშით გახეული ჯინსი ვეღარ ჩამიცვამს. ცხრამეტი წლისას გადაუწყვეტია ჰიპი უნდა გავხდეო. გადაუწყვეტია და შესდგომია კიდეც საქმის შესრულებას. ჩაუცვამს პაპაჩემის ჩამოტანილი ამერიკული ქუსლიანი ფეხსაცმელები, ლურჯი შლაქსი ჯინსები წითელი ვრანგლერის ქამარითურთ, ტანზე ვიწრო, ყვავილებიანი, დიდ წვეტიან საყელოიანი პერანგი, რომლის გვერდებიც წინასწარ ჩაუხევია სპეციალურად, რომ ბებიაჩემს ჩაევიწროებინა. გრძელ თმაზე სარკიანი რეიბანები მოურგია, ახლად ამოსული ულვაში ჰიპურად დაუყენებია, მხარზე პატარა ტყავის ჩანთით ზენიტი გადაუკიდა, მარჯვენა ხელში ორი საბჭოთა ენციკლოპედიის ხელა რადიო დაუჭერია და სახლიდან წასულა. უვლია, უვლია და საბჭოთა საზღვრებს რომ ვერ გასცდენია ისევ უკან დაბრუნებულა.

მერე ქვეყანა არეულა და მეც დავბადებულვარ. აი ეს კი ნამდვილად არ მახსოვს როდის დავიბადე. არადა მაშინ მამაჩემს ყანწებით უსვამს შამპანური. მე კი ტოლმასავით გახვეულს მეძინა პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოსტსაბჭოთა პალატაში, პოსტსაბჭოთა მშობლების შვილს და პაპა-ბებიის შვილიშვილს.
არა, რაც მართალია მართალია, დიდი ახირებული ვინმეა ეს მამაჩემი.

29.11.2010.

8 Comments leave one →
  1. December 8, 2010 13:09

    ♥♥♥

  2. December 8, 2010 13:17

    ხომ მაგარი მამა მყავს?! :)

  3. შოკუნია permalink
    December 8, 2010 13:40

    არც შენ ხარ ნაკლები…. :) )) ეტყობა მამაშენი ნამეტანი ახირებულ ხასიათზე იყო “იმ საქმის კეთების დროს”… :) )))

  4. December 8, 2010 14:17

    ჩაგეთვალა შოკ, კაი იყო ძაან :D :D:D

  5. nia permalink
    January 10, 2011 20:39

    mamashenis fani var

  6. January 17, 2011 14:06

    მგონი, მამას ჰგავხარ :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.