Skip to content

თეთრი საცვალი

January 13, 2011

შენ რომ ჩემგან წახვედი,
ღამე იყო მაისის,
შენი თეთრი საცვალი
და ჩამქრალი დაისი…
შენ კი ჩემგან სანაცვლოდ
წარიტაცე ფიქრები
და ჩემს ნახმარ მასიურს,
ჩუმად ეალერსები.
ორი ღერი მარლბორო,
ერთურთს ურცხვად ჩაკრული,
დამრჩა როგორც ზმანება,
როგორც ღმერთი ზღაპრული…

…და ღამე ნამდვილად არ იყო ცივი,
პირიქით ცხელი ქარი დაქროდა,
მეგონა გგრძნობდი,
რას აღარ ვთმობდი,
შენ კი წახვედი და დავრჩით ორნი,
-თეთრი საცვალი და მკვდარი ტონი…

შენი ტუჩები,
შენი თავლები,
ვარდისფერ მკერდის რძისფერ ძმანება,
მეგონებოდა, რომ მყავდა ცოლი,
თუმცა ძნელია მოსაგონებლად.

…მას აქეთ უკვე,
ერთი ზამთარი,
მე შენს გარეშე გადავაგორე,
ფიფქად ვაქციე შენზე ცრემლები
და თითქოს მხატვრის ხელი მათხოვეს…
თეთრად დავხატე ყოველი ნაძვი,
ყოველი ბუჩქი და ჩვენი სახლი,
ჩვენი შეხვედრა და ორი სკამი,
ერთად რომ იდგა ერთურთის მსგავსი…

შენ რომ მწახვედი
რა დამრჩა ნეტავ,
მხოლოდ სხეული და მძიმე სული,
გული წაიღე და ამირიე ყველა ოცნება,
ლექსებად თქმული…

შენ რომ წახვედი და მე დამტოვე,
ნუ დარდობ კარგო,რაც  არის, არის…
რადგანაც ასე უფრო მიყვარხარ,
რადგა ვერ ვნახე ჯერ შენი მსგავსი!

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.