შენ ხომ მკვდარი ხარ გერშვინ
დაზამთრდა…
ჩამოათეთრეს მწვერვალები თეთრმა ფიფიქებმა…
მთაში არაფერი ჩანდა,
მხოლოდ უკიდეგანო და თეთრი სიჩუმე სუფევდა ყველგან…
და მაშინ დაიწყო ჩემმა გულმა გამალებით ცემა…
მერე ბარში ტყემლებიც აყვავდნენ…
წითლად და თეთრად…
აქა-იქ ალუჩის სურნელებაც გაერია ორღობეებს…
იქ, მაღლა ისევ ისე თოვდა,
ისევ თეთრი სიჩუმე სუფევდა ყველგან…
ჩემი გულიც კარგს არაფერს გრძნობდა…
და ისევ აყვავდნენ წითელი ტყემლები…
წითელი ტყემლები და ცივი ცხედრები…
მგონი მომესმა,
ვინ თქვა ცხედრები?!
ვინა თქვა, ვინ თქვა?!
მე ჯერ არ გნებდებით!
და აღგზნებული სხეული მგზავრის,
ეცემა ცივ და ხორკლიან გამზირს,
ლამპიონების ნათება მკრთალი,
მე მაგონებენ ბავშვობის წადილს…
და გავარდისფრდება
და შეწითლდება,
გარიჯრაჯდება და აღმომხდება ტკივილი სულის,
წამება სულის,
ობლობა სულის
და მკვდარი გული!
ჩუუუუ…
არ წახვიდე არა!
არ წახვიდე მეთქი გესმის?!
ღმერთს ველაპარაკები,
ღმერთს ვთხოვ არ წახვიდე მეთქი გესმის?!
არა, არა შენ საიდან გაიგებ ამას…
ვერაფერს გაიგებ,
ვერაფერს ამიხსნი,
მე მაინც გაგიგებ,
აკლდამებს აგიგებ,
აკლდამებს აგიგებ გესმის?!
ეჰ თუმცა საიდან,
შენ ხომ მკვდარი ხარ გერშვინ!
2011 წელი











