გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი…
გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი…
ადრე თუ გვიან,
დღისით ან ღამით!
ვიფიქრე,
დენის მავთულზე აჯობებდა თავის მოკვლა,
ყინვიან ღამით…
ვკლავდი ყველაფერს და ვკლავდი არაფერს…
შორს გავურბოდი ღვთიურ განაჩენს…
…და თავს ვწყევლიდი…
ვიდოდი კედლებში,
როგორც კოპერფილდი…
…მაგრამ სწორად თქმულა,
რწმენა შელახულა
და ღვთის სიყვარული
შენზე შორს წასულა!
ახლა გადავწყვიტე,
ისევ თავის მოკვლა
და მგონი ლამაზი მინდორი აჯობებს…
უკვე ცხადად ვხედავ
ჩემს გვამს და ვკანკალებ,
მაღლიდან ვეება მთვარე,
რომ მანათებს!
რთულია ცხოვრება,
სიკვდილი არც ისე…
კარები იღება სულების ტირილში
და გამოჩნდება ვითარცა ერთი,
ყოვლად ძლიერი, დიადი ღმერთI!
…და მე გადავწყვიტე,
რომ თავი მოვიკლა,
სიკვდილის მომენტში
ვგავდი მთვრალ გოლიათს,
შეხსნილი საკინძე
და მკერდის ფობია,
არ ვიცი რა ჰქვია ამ მელანქოლიას!











