Skip to content

გაზაფხულია და გადავწყვიტე თავის არმოკვლა!

January 18, 2011

გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი…
ადრე თუ გვიან, დღისით ან ღამით…
ვიფიქრე, დენის მავთულზე აჯობებდა თავის მოკვლა,
წვიმიან ღამით…
ვკლავდი ყველაფერს და ვკლავდი არაფერს!
მაღლა და დაბლა,
მიწაზე, ცაზე…
ვიდოდი კედლებში, როგორც კოპერფილდი
და გაყინულ მინებს ვეკროდი,
როგორც პატარა ბავშვი…
და გადავწყვიტე ისევ თავის მოკვლა…
მგონია ლამაზი მინდორი აჯობებს…
უკვე ცხადად ვხედავ
ჩემს გვამს და ვკანკალებ,
მაღლიდან ვეება მთვარე,
რომ მანათებს!
რთულია ცხოვრება,
სიკვდილი არც ისე,
არადა რამდენი ჭიები გავსრისე…
და კვლავ გადავწყვიტე ისევ თავისმოკვლა…
სიკვდილის მომენტში ვგავდი მთვრალ გოლიათს,
აკანკალებულს და ისეთ საშიშს,
როგორც სიკვდილის მელანქოლიას!
და მერე გაზაფხულდა…
ჩამოდნა თოვლი,
როგორც სანთელი და იტმასნება მთების მკლავებში…
აყვავდა ყველა…
ყველაში ერთი
და მაშინ მივხვდი,
რატომ გვყავს ღმერთი…
და როგორც წეღან გითხარით ზევით,
გაზაფხულია, მღერიან ჩვენში…

ა ახლაც ვფიქრობ მოვიკლა თავი,
თუ ისევ ვიყო მე ყველას მსგავსი?!
გაზაფხულია და ჩემი გულიც,
ბებერ ხარივით მალულად ღმუის,
ამიკანკალდა ნატანჯი სული
და ვფიქრობ ისევ, რატომ ვარ ცუდი…
გაზაფხულია და გადავწყვიტე თავის არმოკვლა!
გაზაფხულია და თუ მოგბეზრდით,
მე მაპატიეთ!

 


P.S.  დეეე, არ ინერვიულო! მიყვარხარ!

4 Comments leave one →
  1. January 18, 2011 17:57

    კარგია გაზაფხული…
    მაგრამ მე არ მიყვარს.

    ლექსი მომეწონასავით.

  2. January 18, 2011 22:48

    “და ახლაც ვფიქრობ მოვიკლა თავი,
    თუ ისევ ვიყო მე ყველას მსგავსი?!”

    მიუხედავად გარემოსი იყავი განსხვავებული და ”დარჩი ცოცხალი!”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.